ლიზა ბოლქვაძე
ინტერიერის დიზაინერი

სივრცე, რომელიც თქვენზეა მორგებული

ვქმნი საცხოვრებელ და კომერციულ სივცრეს, სადაც ესთეტიკა, ფუნქცია და ინდივიდუალურობა ერთიანდება. ჩემთვის კარგი დიზაინი მხოლოდ ლამაზი სივრცე არ არის — ის გარემოა, რომელიც თქვენს ცხოვრებას ბუნებრივად მოერგება.

ყველაფერი იწყება თქვენით — თქვენი სურვილებით, ყოველდღიურობით და ხედვით. შემდეგ კი იდეა გარდაიქმნება სივრცედ, სადაც ყოფნა უბრალოდ სასიამოვნოა.

მინიმალისტური მისაღები ოთახი ბუნებრივი მასალებით
დეტალი ხის და ქვის მასალებით მორთული ინტერიერიდან

ინტერიერის მიზანი ჩემთვის მხოლოდ სილამაზე არ არის — მნიშვნელოვანია ის შეგრძნება, რომელიც სივრცეში ყოფნისას გრჩება.

ზოგჯერ იდეა უკვე არსებობს და მხოლოდ სწორი მიმართულება სჭირდება, ზოგჯერ კი ყველაფერი ნულიდან იწყება. ორივე შემთხვევაში ჩემი როლია, თქვენი სურვილები მკაფიო კონცეფციად და საბოლოოდ რეალურ სივრცედ ვაქციო.

სერვისები

სრული ინტერიერის დიზაინი

დაგეგმარება, მასალების და ავეჯის შერჩევა, და სამშენებლო პროცესის ზედამხედველობა.

ინტერიერის განახლება

უკვე არსებული სივრცის დახვეწა — ტექსტილი, განათება, აქსესუარები და ავეჯის განთავსება.

კომერციული სივრცეები

კაფეები, რესტორნები და საოფისე სივრცეები — ბრენდის ხასიათზე მორგებული, ფუნქციური დიზაინი.

თანამშრომლობის ეტაპები

01

გაცნობა

განვიხილავთ სივრცის საჭიროებებს, თქვენს სტილს, სურვილებს და ბიუჯეტს, რათა თავიდანვე სწორად განვსაზღვროთ პროექტის მიმართულება.

02

კონცეფცია / იდეა

ვამზადებ საწყის გეგმარებას, მასალების პალიტრას და ვიზუალურ მიმართულებას. პირველ ხედვას გიზიარებთ და თქვენი უკუკავშირის მიხედვით ვაგრძელებთ მუშაობას.

03

დეტალები

ვმუშაობთ ტექნიკურ ნახაზებზე და ვაკეთებთ ავეჯის, მასალების და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების საბოლოო შერჩევას.

04

საბოლოო პროექტი

პროექტის დასკვნით ეტაპზე ვაზუსტებთ ყველა დეტალს და საბოლოო გადაწყვეტას. დასრულებულ პროექტს სრულად გიგზავნით.